სომხურმა სათვისტომომ საქართველოდან სომხეთში 27 ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაგზავნა

პუბლიკა

სომხურმა სათვისტომომ საქართველოდან სომხეთში 27 ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

ონლაინმედია aliq.ge-ის დამფუძნებელი პავლე ოგანეზოვი სომეხი ხალხის მხარდასაჭერად ადამიანებს მოუწოდებს, შეურთდნენ ჰუმანიტარულ მანიფესტს და ჰუმანიტარული ინიციატივის ავტორთა ანგარიშზე ჩარიცხონ თანხა, რითაც შეიძენენ პირბადეებს სომხეთში გასაგზავნად. ინიციატორთა თქმით, პირბადეებს სომხეთში სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაურიგებენ.

პავლე ოგანეზოვის ორგანიზებით, 6 ივნისს თბილისიდან სომხეთში უკვე გაიგზავნა ხელოვნური სუნთქვის აპარატები.