სოსო გოგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გოგაშვილს ბრალი ედებოდა სახელმწიფო საიდუმლოს განზრახ გახმაურებაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში, სამსახურებივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.

სოსო გოგაშვილი ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და მიიჩნევს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.