SpaceX-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუერთდა

პუბლიკა

SpaceX-ისა და NASA-ის კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუერთდა. კადრებს NASA პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ხომალდზე ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან. SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon შაბათს, 30 მაისს  ფლორიდიდან გაუშვა.  ხომალდის გაშვება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.