„სპარის” კიდევ ერთი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავებულია”, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-დან აცნობეს.
დღეს, 27 იანვარს დიღომში სუპერმარკეტ „სპარის” ერთ-ერთ ფილიალის თანამშრომელი დაჭრეს.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
გასული წლის 30 დეკემბერს „სპარის” კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს. დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, 20 წლის მამაკაცი, მათე ჯომიდავა გასულ კვირას გარდაიცვალა.