EMC „სპარის“ კონსულტანტის გარდაცვალებას ეხაურება

პუბლიკა

EMC ეხმიანება სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“, 2019 წლის 30 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული კონსულტანტის, მათე ჯომიდავას, გარდაცვალების ფაქტს და სახელმწიფოს მომსახურეობის სექტორში დასაქმებულ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვისთვის გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოდ, კვლავ დიდი გამოწვევაა დასაქმების სექტორში მძიმე შრომითი პირობების არსებობა, რაც კანონმდებლობის ხარვეზულობისა და არაეფექტური სააღსრულებო მექანიზმების შედეგია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ რეალობაში სახელმწიფო ვალდებულია საკანონმდებლო გარანტიების გაჩენისა და შრომის ინსპექციის გაძლიერებით გამორიცხოს მომსახურების სფეროში არსებული შრომითი ექსპლუატაცია და დაიცვას მშრომელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

EMC მოუწოდებს:

რომის ინსპექციის დეპარტამენტს:

  • განახორციელოს სუპერმარკეტების ქსელ “სპარში” შრომის პირობების ინსპექტირება და შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის, მათ შორის ადგილზე დაცვის სამსახურის არარსებობის, კავშირი მომხდარ უბედურ შემთხვევასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი გახდეს გამოძიების საგანიც, რომელიც სსკ-ის 117 მულხით მიმდინარებს.
  • დაუყოვნებლივ დაინტერესდეს სუპერმარკეტების ქსელებში არსებული უსაფრთხოების საკითხით, სისტემურად შეაფასოს ეს პრობლემა და უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებები გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრისთვის;

საქართველოს პარლამენტს:

  • საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, შრომის კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომელიც მშრომელებს ექსპლოატაციური, არაღირსეული და საფრთხისშემცველი შრომისგან დაიცავს:
  • შესაბამისი რესურსების მობილიზების გზით მოხდეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გაძლიერება და საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ინსპექციის მანდატის შრომით უფლებების დაცვაზე გავრცელება;