სპეცოპერაცია ბათუმში - ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“

პუბლიკა

სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მამუკა ჭელიძის თქმით, ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად.

„ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. 

აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და ორგანიზებას უკეთებენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.