სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს შლის, რათა „ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება გუშინ მოახდინეს.
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული.
სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის მიმდებარე ტარიტორიასთანაც, ჩიტაძის ქუჩაზე.
დღეს შსს სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება.