სპეცრაზმმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას, სცემა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ აქციაზე ონლაინგამოცემა ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სცემეს.

მან რობოკოპს უთხრა რომ ჟურნალისტი იყო, თუმცა ამის მიუხედაბად სპეცრაზმელმა მას გულმკერდის არეში წიხლი ჩაარტყა.

„პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეც. რაზმელმა წიხლი ჩამარტყა. ეს მოხდა 1-2 წამში იმ მომენტიდან, როცა ჩემთან ერთად მყოფმა ნესტანმა დაუყვირა “პრესა ვართ!”, მე კი პრეს ბარათი მქონდა ჩამოკიდული. ხელი ახლაც მტკივა, თუმცა, ჯამში, კარგად ვართ. კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს ბინაში”. – ამბობს ჟურნალისტი.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი პროტესტის მონაწილეებს შლის. გაუშვეს ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი. ამ ეტაპზე სრულიად დაკავებული აქვს სპეცრაზმს  პარლამენტის მიმდინარე ტერიტორია. აკავებენ ასევე მოქალაქეებს.