სპეცრაზმმა პარლამენტთან აქცია დაშალა

პუბლიკა

სპეცრაზმებმა დილის 5 საათისთვის კიდევ ერთხელ დაშალა აქციის მონაწილეები, რომელთაც პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებული ჰქონდათ.

თანდაპირველად, აქციის მონაწილეებს მათ დასაშლელად 30 წუთი მისცეს.  დაშლისთვის წყლის ჭავლიც გამოიყენეს.

როგორც FACEBOOK-ზე აქტივისტი შოთა დიღლემაშვილი წერს, წყლის ჭავლის გამოყენებისას 2 მოქალაქე დაშავდა.

ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. „პუბლიკა” ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

დაახლოებით, დილის შვიდისნახევრიდან რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონის მიხედვით, დღეს 11:30 საათზე ჩანიშნულია ბიუროს, ხოლო 12 საათზე პლენარული სხდომა.

LB loan image desktop LB loan image mobile