სპეცრეისებით უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, 16 302 მოქალაქეს ადგილზე გაუწიეს დახმარება – მთავრობა

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, ხოლო 16 302-ს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების განრიგი ასეთია: 30 აპრილი – მადრიდი-თბილისი;

1 მაისი  – ვენა-თბილისი;

2 მაისი – პრაღა-ბათუმი;

5 მაისი – ათენი-თბილისი;

7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი;

9 მაისი – ბერლინი-თბილისი.