სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად - BOG

პუბლიკა

„საქართველოს ბანკი“, რომლის ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელს 18 მძევალი ჰყავს აყვანილი, აცხადებს, რომ კოორდინაციაში არიან უწყებებთან და აკეთებენ ყველაფერს, რათა მშვიდობიანად დასრულდეს პროცესი.

„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.