სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს – ჯაღმაიძე

პუბლიკა

სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნლისტებთან საუბრისას.

„შიდა საეკლესიო საკითხების გამოტანა საჯარო სივრცეში, სადაც ამ თემებზე იმსჯელებს ხალხი, ვისაც საერთოდ არა აქვს ეკლესიური აზროვნება, არ არიან ეკლესიის წევრები, იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობებს, ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ“, – განმარტა ჯაღმაიძემ.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა არ შეწყდება.

„ვინაიდან მე ვისმენ ბევრ სიცრუეს სინოდის წევრების მხრიდან, გამოვდივარ ინიციატივით, მომდევნო სინოდის სხდომა გაიმართოს ღია ეთერში. არის პრეცედენტი – კრეტის კრება ჩატარდა ღია ეთერში, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ყოველთვის ეკლესიაში ჩაბუდებული „ქვაბ-ავაზაკთა“ ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და, შესაბამისად, ანტიმართლმადიდებლურ საქციელს“, – აცხადებს პეტრე ცაავა.

31 ოქტომბერს სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმსახურება და გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, ასევე სინოდის წევრობიდან. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). 31 იქტომბრის სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქი „მამათმავლობისა და პედერასტიის ცოდვით შეპყრობილია. ცაავას გამარტებით, „პედარასტიაში“ „ჭაბუკის გამხრწნელი“ იგულისხმა. („პუბლიკა“ ემიჯნება სიძულვილის ენას)