სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

პუბლიკა

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება მოხდა. როგორც BBC-ის თურქული გამოცემა წერს, აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა და არის მსხვერპლი.

აფეთქება სტამბოლის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ დაადასტურა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:20 საათზე, ისტიკლალის გამზირზე მოხდა. როგორც მედია წერს, უცნობია აფეთქების მიზეზი. ხელისუფლებას ოფიციალურად არ განუცხადებია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.

Twitter-ზე ვრცელდება აფეთქების ამსახველი ვიდეოები.