სტარმერი, მაკრონი, ტუსკი და მერცი კიევში ჩავიდნენ

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიერ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდნენ.

ჩასვლამდე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კიევში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად დადგებიან.

ამავე განცხადების მიხედვით, ლიდერები სრულ და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას გააკეთებენ.

დღესვე დაგეგმილია სხვა ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრა.

ემანუელ მაკრონმა კიევში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „რუსული აგრესიის პირისპირ მათი პასუხი უნდა იყოს კოლექტიური“.

„თავდაპირველად, მშვიდობა. ხანგრძლივი მშვიდობა იწყება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით. შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმება დაფუძნებული მის უსაფრთხოებაზე და საბოლოოდ, თავისუფალი, ძლიერი, აყვავებული, ევროპული უკრაინა – ესაა ჩვენი ხედვა. ისტორია გვაკვირდება“, – დაწერა მან.