სტატუსმეტრი: „შეუსრულებელია 7 პირობა, უმნიშვნელო პროგრესია 2 პირობაზე“

პუბლიკა

12-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა პირველი სტატუსმეტრი – შუალედური ანგარიში, რომელიც აფასებს როგორ ასრულებს ხელისუფლება ევროკავშირის 9 პირობას.

ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო 5 თვის მანძილზე ხელისუფლებას არ გადაუდგამს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების შესასრულებლად.

სტატუსმეტრის მიხედვით, 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია,  ნაწილობროვ შესრულდა 2 ნაბიჯი – ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრასა და ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ რეფორმებზე.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს“, – ნათქვამია სტატუსმეტრის განცხადებაში.

„2024 წლის აპრილის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება, სულ მცირე, ევროკავშირის პირველ, მეორე, მესამე და მეცხრე ნაბიჯებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. იმის გამო, რომ ამ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საანგარიშო პერიოდს სცდება, შესაბამისი ანალიზი და შეფასებები შემდეგ ანგარიშში იქნება ასახული“, – ნათქვამია ანგარიშში.

უფორ კონკრეტულად, სტატუსმეტრის მიხედვით, შესასრულებელია:

  1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა
  2. პოლარიზაციის დაძლევა
  3. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
  4. საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა
  5. მართლმსაჯულების რეფორმა
  6. დეოლიგარქიზაცია
  7. ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლა

ანგარიშს გაეცანით სრულად.