სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია.

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება, – აცხადებენ პრესსამსახურში.

შოვში მეწყერი ჩამოწვა.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.