საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი ამ დროისთვის 159-ია. მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ჯერჯერობით ექიმებს არ გაუკეთებიათ განცხადება ახალი ინფიცირებულების შესახებ დამატებით დეტალებზე.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –159;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 31;
- კარანტინის რეჟიმში – 5526;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344;
- გარდაცვლილი – 1