stopcov.ge-ის მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი ამ დროისთვის 159-ია. მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ჯერჯერობით ექიმებს არ გაუკეთებიათ განცხადება ახალი ინფიცირებულების შესახებ დამატებით დეტალებზე.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –159;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 31;
  • კარანტინის რეჟიმში – 5526;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344;
  • გარდაცვლილი – 1