საქართველოს მთავრობის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს – www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა.
„საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი“, – წერია მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდი უკვე 5 ენაზე ფუნქციონირებს. უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge-ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები.
[irp posts=„22173″ name=”StopCov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება”]