სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის ძალადობის შესახებ საჩივარი წარმოებაში მიიღო - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მათ მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება.

„სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ „სირცხვილიას“ წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს ვიცავთ.

საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე.

სტრასბურგის სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile