სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დარღვევა არ დაადგინა

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დარღვევა არ დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმართვის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

კერძოდ:

საქმე „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” ეხება სისხლის სამართლის 2 სხვადასხვა საქმეს.

ECHR წერს, რომ საქმეების პირველი ნაწილი ეხებოდა 2005 წელს პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მეორე ნაწილი კი მის მიერ 2008 წელს შსს-ის 4 მაღალჩინოსნის შეწყალებას, რომლებსაც ბრალი მკვლელობაში ედებოდათ. სისხლის სამართლის ორივე საქმე დაიწყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წინამორბედების დანაშაულების გამოძიება მათი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის დღევანდელი გადაწყვეტილებით:

  • ერთხმად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის უფლება (სამართლიანი სასამართლოს უფლება/ მოწმეების დასწრებისა და დაკითხვის უფლება), რაც შეეხებოდა იმას თუ როგორ განიხილეს ეროვნულმა სასამართლოებმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეზე მტკიცებულებები, ასევე, შეეხებოდა მისი უკვე მეორე საქმის განმხილველი მოსამართლის სავარაუდო დამოუკიდებლობის ან მიუკერძოებლობის არარსებობას.
  • ასევე, 5 ხმით 2-ის წინააღმდეგ დადგინდა, რომ მის წინააღმდეგ არ დარღვეულა მე-7 მუხლი (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე).

ამასთან, სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ დაასაბუთა, რომ მისი დევნის მიღმა არსებობდა მოტივი, რის გამოც მას ხელი ეშლებოდა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობაში.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო აცხადებს, რომ გაითვალისწინა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება იყო სერიოზული და დასაბუთებული და რომ საქმის მასალებში მის წინააღმდეგ არსებობდა როგორც პირდაპირი, ისე თანმდევი სიტუაციური მტკიცებულებები.

ასევე, სასამართლო მიუთითებს, „უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სათანადოდ დასაბუთებული – ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულად შეჯიბრებითი პროცესი, სადაც მისმა ადვოკატებმა შეძლეს ყველა მთავარ მოწმესთან კონფრონტაცია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გასაჩივრება. ასევე, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სათანადოდ დასაბუთებული”.