„სუფთა სახლს“ მხოლოდ საბითუმი ვაჭრობის უფლება აქვს - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მაღაზიათა ქსელს, „სუფთა სახლს“ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება აქვს.

„სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს  მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება ეძლევა. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტი, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს „სუფთა სახლის“ პროდუქციით“, – ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.

გუშინ კომპანიას შემოსავლების სამსახურიდან მიუვიდა შეტყობინება, რომ „სუფთა სახლს“ საქმიანობის გაგრძელების უფლება არ ჰქონდა, რადგან ვერ მოხვდა იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქმიანობის გაგრძელების უფლება  აქვს. „სუფთა სახლში“ ამბობენ, რომ დახურეს ყველა ფილიალი.