„სუფთა სახლი" საქმიანობას დროებით წყვეტს

პუბლიკა

მაღაზიათა ქსელის – „სუფთა სახლის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც მომხმარებელს ამცნობს, რომ ქსელი, მთავრობის დადგენილების თანახმად, დროებით წყვეტს მუშაობას.

„ძვირფასო მომხარებლებო, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი
„სუფთა სახლი“ სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს.

დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია.

„სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს.

ასევე მადლობას ვუხდით „სუფთა სახლის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად არსებული მაღალი რისკებისა, მზად იყო ბოლომდე დარჩენილიყო მომხმარებლის სამსახურში. იმ პერიოდში როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დავბრუნდეთ თქვენს სამსახურში”, – წერია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილება პირველ აპრილს შევიდა. მთავრობის 211-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია ის ეკონომიკური საქმიანობები, რომელთაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდება. ესენია:

  • საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“)
  • ნავთობის და გაზის მოპოვება, გადამუშავება;
  • ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად)

დადგენილებაში განმარტებულია, რომ „დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).“

 

LB loan image desktop LB loan image mobile