„სუფთა სახლს“ საქმიანობის უფლება მიეცა - დადგენილება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, დაემატა შპს. სუფთა სახლი.

დადგენილება დღეს გამოქვეყნდა და როგორც მითითითებულია, უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შპს „სუფთა სახლს“ დადგენილების მიხედვით, ეძლევა უფლება სხვა საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებულ მაღაზიებში; საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ტუალეტის ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში; დასაწყობება და შენახვა; ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები; საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით თიხის ჭურჭლით ფაიფურით და სამზარეულოს საკუთნოებით.

მაღაზიათა ქსელმა – „სუფთა სახლმა”, მთავრობის დადგენილების თანახმად, მუშაობა 10 აპრილს შეწყვიტა.