უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ სუმში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მათ შორის ორი ბავშვია.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა განაცხადა, რომ სულ დაშავდა 89 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვია.
მორიგმა სარაკეტო დარტყმამ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით შეტევისას რუსებმა გამოიყენეს ორი ბალისტიკური რაკეტა – „ისკანდერ-მ“ და მართვადი რაკეტა – „Kh-59“.