სურვილის შემთხვევაში, მშობელს ექნება არჩევანი, ბავშვი დისტანციურ სწავლაზე დატოვოს | სამინისტრო

პუბლიკა

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდება.

მინისტრის თქმით, მშობლებს არჩევნის საშუალებაც ექნებათ და სურვილის შემთხვევაში, იქნება დისტანციურად სწავლის შესაძლებლობაც.

„ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას, ანუ თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა კვლავ დისტანციურად ან ონლაინფორატში გააგრძელოს მეცადინეობა, ჩვენ მათ ამის უფლებას ვაძლევთ. შესაბამისად არჩევანი ექნება ყველა მშობელს“, – განაცხადა მინისტრმა.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.online.emis.ge