სუს-ის შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს – შსს

პუბლიკა

სუს-ის შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლების საფუძველზე.