სუს-ის შენობასთან აქციაზე შალვა ნათელაშვილის შვილი დააკავეს

პუბლიკა

„პუბლიკის“ ინფორმაციით, სუს-ის შენობასთან აქციაზე შალვა ნათელაშვილის შვილი  – ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

სულ სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 6 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლების საფუძველზე.