„სუს-ტემა უნდა დაინგრეს" –  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა იმართება

პუბლიკა

„სუს-ტემა უნდა დაინგრეს” –  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სუს-ის საქმიანობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები წარწერით: „სირცხვილია”, „ახლა დუმილი დანაშაულია”, „ეს მთავრობა ყველაფერს ი-კადრებ-ს” „ნუ გაი-სუს-ები.“

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ „დროასა“ და „ლელოს“ წევრებიც.

„აქედან გეგმავენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელმაც დაგვაშორა ევროპულ ორბიტას და მიგვექაჩება რუსეთისკენ. ეს არის საინფორმაციო აქცია იმის გადასახარშად, თუ როგორი ბოროტებაა სუსი და როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი მისი დახმარებით ქვეყანას”, – ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ფორმულას“ ეთერში.