სუსი ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წელს დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.

უწყების ცნობით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.