სუსი: საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ბიჭი თავისუფალია

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მოქალაქე ცხინვალმა გაათავისუფლა.

17 წლის მოზარდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან ახლოს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს სოფლის გამგებელმა დავით ცერცვაძემ უთხრა, მოზარდი თანასოფლელებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს ტყეში იმყოფებოდა, როცა დააკავეს. მასთან ერთად მყოფებმა კი გამოქცევა მოასწრეს.