სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოცხადდა - ბელარუსის მედია

პუბლიკა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, ტიხანოვსკაიას ბრალი ედება ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მცდელობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტიხანოვსკაიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტალანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და თავი ლიეტუვას შეაფარა.

არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცმებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.