სწრაფმა ტესტმა მგრძნობელობა მნიშვნელოვნად დაკარგა - კამკამიძე

პუბლიკა

„ანტიგენის ტესტმა [სწრაფი ტესტი], ფაქტობრივად, მგრძნობელობა მნიშვნელოვნად დაკარგა, ამიტომ მასზე დაყრდნობა აღარ არის რაციონალური“ , – აცხადებს ინფექციონისტი და კლინიკა „ნეოლაბის“ ხელმძღვანელი, გიორგი კამკამიძე.

მისი თქმით, „ომიკრონის“ დადასტურებისთვის უპირატესი მნიშვნელობა PCR-ტესტს უნდა მიენიჭოს.

„საკმაოდ დიდი განსხვავება ჩნდება სწრაფ – ანტიგენის ტესტსა და PCR-ს შორის. ანტიგენის ტესტი ძალიან სწრაფად კარგავს თავის მგრძნობელობას . ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, ის რომ სწრაფი ტესტი არ აღმოაჩენს ინფეციას და ასეთი ადამიანი გამავრცელებლად რჩება. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ გავაფრთხილეთ ის ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში, რომ უპირატესი როლი უნდა მიენიჭოს PCR-ტესტირებას.

ეს იყო ცხადი „დელტა” ვარიანტის შემთხვევაშიც და ახლა „ომიკრონთან” დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად არის ეს რეკომენდაცია, თუმცა რეაგირება ძალიან ნელი ან საერთოდ არ არის ამასთან დაკავშირებით და კვლავ გრძელდება ის, რომ ანტიგენის ტესტი, სწრაფი ტესტი გამოიყენება მაინც, როგორც პირველი რიგის კვლევა. უნდა მოხდეს გადასვლა უპირატესად PCR-ტესტირებაზე“, – ამბობს გიორგი კამკამიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile