ალექს ჩიღვინაძე
თემირლანის დედ-მამა მაშინაც დამალავს ცრემლებს როცა საახალწლოდ მორთავენ ქუჩებს. იტალიაში ნაყიდ, მილიონიან განათებას როცა ჩამოჰკიდებენ და ტყვიით დაწამლული, სანახევროდ მშიერი ბავშვებისთვის გაამზადებენ 25 მეტრიან ნაძვის ხეს. და დაითვლიან: 1,2,3...
მინდა მჯეროდეს, რომ ბევრი პოლიციელისთვისაც სტრესია დღევანდელ პოლიციაში მუშაობა, ისეთ სამსახურში მისვლა, სადაც გვერდით მაგიდაზე ზის ჯალათი, ‘მენტი’. რომელმაც წინა დღეს სულ “თესლი ბავშვი” ან რაიმე მსგავსი ეძახა დეპრესიულ ბიჭს, წყალივით მოძრავს, რომელიც ახლა საავადმყოფოს ლოგინსაა მიჯაჭვული.