ეკატერინე ტიკარაძე
არაერთი ადამიანი ჩივის, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს მდგომარეობა გართულდა, მაგრამ დახმარებას ვერ იღებენ. აგვიანებს სასწრაფო დახმარება, ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, საავადმყოფოებში კი ადგილებს ვერ პოულობენ. რამდენი ადგილია საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის? ვის უნდა მკურნალობდნენ ჰოსპიტალში? საკმარისია თუ არა საწოლფონდი მძიმე პაციენტების მისაღებად და იმართება თუ არა ის ეფექტიანად?