ფარავნის ტბა

ქრისტინე მუჯირი

რაც უფრო ვუახლოვდებოდი სოფელს, მით უფრო ეცემა ტემპერატურა. ჯავახეთის ყვითელი და  გამხმარი ველები ნელ-ნელა თეთრი, ყინულით დაფარული ხდება. ფარავნის ტბასაც ვხედავ -  ამჯერად ის ველებში გაჭიმული უზარმაზარი ყინულის მასაა.