გიორგი ლობჟანიძე

ლეილა სლიმანის „იავნანა“ შეიძლება ისე მოყვე, „სპოილერის“ შიშმა არ შეგაწუხოს. ჯერ ერთი, რომანი იმგვარად არის აგებული, რომ ფინალი პირველივე გვერდებზეა გამოტანილი: დახოცილი და-ძმა, რომელთა მკვლელობაში ძიძას ადანაშაულებენ. კვანძიც შეკრულია და ინტრიგაც აქვეა დასრულებული.