ლგბტ+
„ბავშვობაში მეგონა, რომ ვერ მიმიღო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რეალურად ჩემზე ზრუნავდა. განიცდიდა, რომ ამ გარემოში მომიწევდა ცხოვრება და ნერვიულობდა ჩემს მომავალზე, იმაზეც, რამდენი პრობლემა და დაბრკოლება შეიძლებოდა შემქნოდა“, – ამბობს ლადო.
უსახლკაროდ დარჩენამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათი სამომავლო გეგმები თავდაყირა დააყენა. ესაა ისტორიები ქუჩაში გათენებულ ღამეებზე, სანაგვეში ნაპოვნ საჭმელზე, სექსსამუშაოში იძულებით ჩართულ თუ მეგობრების იმედად დარჩენილ ადამიანებზე.