პროტესტი
„სერიოზულ შეცდომას უშვებ!“, - მომაძახა კინოთეატრის შესასვლელთან ქალმა, რომელიც კინოჩვენებას აპროტესტებდა. წინ კი აეროპორტის საკონტროლო პუნქტად გადაქცეული ფოიე დამხვდა. ამდენი პოლიციელი სავაჭრო ცენტრში არასდროს მენახა. თითქოს, სხვა ქვეყანაში მიწევდა გადასვლა ფილმის სანახავად. ამ წინააღმდეგობებმა აკინის ფილმის ნახვის სურვილი გამიასმაგა.
ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. არჩევნების დღის ღამითვე, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. თუმცა, ამის მიუხედავად მას შემდეგ ბელარუსში აქციები არ შეწყვეტილა. პოზიციებს არ თმობს პრეზიდენტი ლუკაშენკო, დანებებას არ აპირებენ ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.