მალხაზ ხარბედია

ჩემმა 2019 წლის ქისმა ორთვენახევარი იდუღა ქვევრში აქტიურად. ბოლოს ძალზე დაბალ ტემპერატურაზეც კი უმაგრდებოდა ქუდი და დარევისას მაცდურად ჩუხჩუხებდა. ახლა გადავსებულია, გაზაფხულს ელოდება, არავინ იცის რა დადგება მისგან.  როგორც ბაბუაჩემი ვალიკო იტყოდა, “იქნება ივარგოს”.