გიორგი ლობჟანიძე

დავით წერედიანის თარგმანებმა უამრავი ახალი სახელით, თემით, ლიტერატურული მოტივითა თუ ინტონაციით გაამდიდრა ქართული მწერლობა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ნიმუშია საყვარელი საქმის უანგარო მსახურებისა და ამ მოკრძალებულმა, განდეგილივით მცხოვრებმა ადამიანმა მართლაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და გამორჩეული ეპოქა შექმნა ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ისტორიაში.