თალაკვაძე ოპოზიციას: ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა, ისე ცვლით სიმართლეს

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის განცხადებები ისეთი იყო, ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა.

„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა, როგორი მონდომებით ცვლით სიმართლეს და გინდათ, რომ გადააკეთოთ ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში დღეს არის  ქვეყანაში. ანუ ომის დაწყებაზე აქ საყვედურს გამოთქვამს ხალხი, რომელმაც თვითონ მოაწერა ხელი საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით“, – თქვა მან. 

მან ასევე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პარტიას დღეს  ისეთი პოლიტიკური დისონანსი აქვს, ასეთი რამ არავის ახსენდება ალბათ ოპოზიციის ისტორიაში.