თალიბები ავღანეთის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტში მისვლის უფლებას აღარ აძლევენ - BBC

პუბლიკა

თალიბანი ავღანეთის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტში მისვლის უფლებას, ქაოსური სიტუაციის გამო, აღარ აძლევს და მოუწოდებს იქ შეკრებილებს, სახლებში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, თალიბანის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კონფერენციაზე აშშ-ს მოუწოდა, არ წაახალისოს ავღანეთის მოსახლეობა ქვეყნის დატოვებისკენ.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ თალიბები ევაკუაციის ვადის გახანგრძლივებაზე არ დათანხმებულან და ამბობენ, რომ ქვეყნებმა ეს პროცესი 31 აგვისტომდე უნდა დაასრულონ და უცხოელი მოქალაქეები ავღანეთიდან უნდა გაიყვანონ.