საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გორში გარდაცვლილი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებლის მახლობლად ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ინფორმაცია გორში ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.