გორში გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს

პუბლიკა

გორში გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს.

ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა” გაავრცელა. მოგვიანებით ის „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტრეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია.