თავის მოტყუება აღარ შეიძლება! 12 რეკომენდაციის ფორმალური შესრულებით შედეგი ვერ იქნება - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„თავის მოტყუება აღარ შეიძლება!” – პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ევროკომისიის 12 მოხსენების შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტატუსის მისაღებად სრული კონსოლიდაციაა საჭირო.

მისი თქმით, ის აპირებს, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში.

„ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას.

დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი, დაუბრუნდეს თავის მანდატს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანს.

თავის მოტყუება აღარ შეიძლება!

ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს.

რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე, ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ.

ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის.

ჩვენ არ უნა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.