„თავისუფლების მარში“ კახეთში საპროტესტო მსვლელობებს მართავს

პუბლიკა

„თავისუფლების მარში“ კახეთში აქციებს მართავს. საპროტესტო მსვლელობით ისინი საგარეჯოში და გურჯაანსა და ყვარელში იმყოფებოდნენ.

მათი ძირითადი მოთხოვნა, რვა მარტის შეთანხმების შესრულება პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეების ნაწილში, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.

„მონები“, „ძირს ხელისუფლება“ – მოძრაობის წევრებმა ტრანსფარანტებით, ამ შეძახილებით და სიგნალებით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ადგილობრივებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს.

„პროტესტი გრძელდება. აუცილებლად იქნება შედეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით“, – აცხადებენ მოძრაობის წევრები.

„თავისუფლების მარში“ დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამართავს აქციებს. შემაჯამებელი საპროტესტო მსვლელობა თელავში ჩატარდება.