„თავისუფლების მოყვარული ხალხი ითხოვს, ხელისუფლებამ დაპირებული რეფორმა გაატაროს“,- კოგრესმენი ვილ ჰარდი twitter-ზე საქართველოს მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენ გვესმოდა პროტესტზე ჰონგ-კონგსა და ირანში, მაგრამ ასევე მიმდინარეობს პროტესტი საქართველოშიც. ეს თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომლებიც ებრძვიან ჩაგვრას რუსეთის მხრიდან და მოითხოვენ, რომ მათმა ხელისუფლებამ განახორციელოს დაპირებული დემოკრატიული რეფორმა. მოხარული ვარ, რომ კონგრესი მათ ორპარტიული გზით უჭერს მხარს“.