თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 2 აგვისტოდან განახლდება

პუბლიკა

მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენას განაახლებს. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 8 ივლისიდან საზღვარი ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნა 5 ქვეყანას – გერმანია; საფრანგეთი; ლატვია; ლიეტუვა; ესტონეთი