„თბილისი მოლთან“ აქციაზე დაკავებულთა ნაწილს ჯარიმა დაეკისრა, ერთის მიმართ წარმოება შეწყდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 თებერვალს გაიმართა „თბილისი მოლთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა კონსტანტინე კობერიძის მიმართ. გადაწყვეტილება ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა დავით კაკაშვილს.

გადაიდო გიორგი ქადაგიძის და მამია კომახიას პროცესი.

ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა:

ბადრი გრიგალაშვილი – 2400 ლარი;

მამუკა დიასამიძე – 2000 ლარი;

ლუკა თეთრაძე – 2500 ლარი;

სერგი გიგანი – 2500 ლარი;

ლუკა სარიშვილი – 2400;

დავით ბერიტაშვილი -2200 ლარი;

ირაკლი ვეშაგურიძე -2300 ლარი;

სანდრო ჩაფიძე – 2300 ლარი;


შსს-მ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავა.

მათი ნაწილი, არასრულწლოვანი და ქალები, ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს განთავისუფლდნენ.

სახალხო დამცველმა მოინახულა 25 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან 11-ს ჰქონდა სხეულზე ხილული დაზიანებები. 22-მა მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე.

4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთაგან 8 პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო.